ინტერნეტში ჩანაწერი ვრცელდება – „ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი, რევოლუციური სცენარი უნდა“ – video

 

ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერი სოციალურ ქსელ Youtube-ზე აიტვირთა. მასში ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი.

ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის გარდა, სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი ბობოხიძე ფიგურირებს.

Comments
Loading...