ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე ერეკლე კოდუა აღარ იძებნება

ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს მიერ ძებნილ პირთა ჩამონათვალში, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა აღარ იძებნება.

საქართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა საქართველოს მიერ ინტერპოლით წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ერეკლე კოდუას ბრალი ორ საქმესთან დაკავშირებით – ვალერი გელაშვილის ცემისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე აქვს წაყენებული.

Comments
Loading...