ინციდენტი პარლამენტის შენობასთან – აქციის მონაწილის თქმით, მას თამაზ მეჭიაურმა გაარტყა

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობასთან თბილისში, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც შენობასთან დეპუტატი თამაზ მეჭიაური მივიდა. მძღოლებმა დაიწყეს სტვენა და გაწევ-გამოწევა. ერთ-ერთი მძღოლი ამტკიცებს, რომ მას დეუპტატმა ხელი გაარტა, თუმცა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს.

აქცია მარჯვენასაჭიანი მანქანების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები არიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები. ასევე ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათ სამი მოთხონა აქვთ: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხის გაუქმება, განბაჟების სისტემის შეცვლა, ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადება.

პარლამენტი სწორედ დღეს განიხილავს საგზაო მოძრაობის წესებში შესატან ცვლილებებს.

Comments
Loading...