იოსებ კობერიძე – მარტივად გეტყვით, წახვალთ მატროსოვზე

იოსებ კობერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“აქტუალური საკითხები, რომლითაც ამ ბოლო დროს მოსახლეობას ტვინს უღუნავენ:
1. ერთსქესიანებიო…)))
2. ეს კიდე ტელევიზიებიო
3. რელიგიური გრძნობებიო, გვებრძვიანო, გვართმევენო
4. ფეხბურთი
5. პოლიტიკა
ეხლა ჩემ აზრს ჩამოვაყალიბებ მოკლედ და კონკრეტულად:
1. ლგბტ-ებო, მწარე ფემინისტკებო და ამათ გულშემატკივრებო, გინდა გრანტები ჭამეთ, გინდა ხაშლამა, ეს მე არ მეხება, ჩვენი ბიუჯეტიდან არ მიგაქვთ ფული. პროსტო ცოტა არაპრადვინუტულად გეტყვით: წადით და სახლში რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ ნუ გვახვევთ თავს რაღაცრაღაცეებს.
2. ბიუჯეტიდან მილიონობით ფული მიაქვს პირველ არხს, შედეგი – ნოლი. მოსათხოვია!
დანარჩენი კიდე კერძო არხებია და იბჟუტურონ რაც უნდათ…
პროსტო ცოტა არამასმედიურად გეტყვით: წადით და სახლში რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ ნუ გვახვევთ თავს რაღაცრაღაცეებს.
3. გვებრძვიანო – ნუ რა ვიცი, მაყუთებში თქვენ გულაობთ და… ნეტა მე მებრძოდენ ეგრე…
პროსტო ცოტა არარელიგიულად გეტყვით: წადით და სახლში რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ ნუ გვახვევთ თავს რაღაცრაღაცეებს.
4. მძიმე შემთხვევაა. თან ბიუჯეტიდან საპატრიარქოზე და პირველ არხზე ნაკლებად არ ფინანსდებიან, შედეგი – ნოლი. მოსათხოვია!
პროსტო ცოტა არასპორტულად გეტყვით: წადით და სახლში ითამაშეთ ფეხბურთი, დაგვაწყდა ნერვები.
5. აი, ამათ მიაქვთ ბიუჯეტიდან ფული, თუ მიაქვთ, შედეგი – ნოლი. მოსათხოვია!
პროსტო, მარტივად გეტყვით: წახვალთ მატროსოვზე <3 ამ ეტაპზე ამისი თქმა მინდოდა ჯერჯერობით" -წერს იოსებ კობერიძე

Comments
Loading...