იოსებიძის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს

თბილისში, იოსებიძის ქ. #78-ში მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც მაღაზიაში მომუშავე პერსონალი ყვება, მათთან უცნობი მოქალაქე მივიდა, რომელმაც დანის მუქარით გამყიდველს ფული გამოძალა. მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ის მაღაზიაში მარტო იმყოფებოდა. წაღებულია ფული. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელი მაღაზიიდან გასვლის შემდეგ გაგარინის მოედნის მიმართულებით წავიდა. რაც შეეხება ზარალს, მაღაზიის მეპატრონეები არ აკონკრეტებენ, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა მაღაზიას.

Comments
Loading...