iPhone X თბილისში 19 999 ლარად გაიყიდა

საქართველოში ახალი iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი 19 999 ლარად გაიყიდა.
როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში “ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ექსკლუზიური მოდელი გუშინ მიიღეს და გუშინვე გაიყიდა. ამასთან, მათი ცნობით, საიუბილეო iPhone X საქართველოს მოქალაქემ შეიძინა, თუმცა მის ვინაობას მაღაზიაში არ ახმაურებენ.
მასობრივად, iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში 5 ნოემბრიდან დაიწყება და გაცილებით ნაკლები ეღირება.

Apple-მა iPhone 8, iPhone 8+ და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარადგინა.

iPhone 8 და iPhone 8+ ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია.
ამ მოდელის მთავარი ღირსება ე.წ. უსაზღვრო ეკრანია – all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია.

Comments
Loading...