იყო ძალის გადამეტება, სასამართლო სისტემის, მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა! – ხოშტარიას აღიარება

„ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ ჯერ კიდევ არ გვენდობა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას ტელეკოპმპანია „პირველის“ ეთერში:
„ის, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ აგვირჩიონ. ეს იყო ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ამ არჩვენებიდან მე გამოვიტანე. „კი შეიძლება თქვენ უკეთესი კანდიდატი ხართ, მაგრამ ვერ გენდობით“ – მე მესმის ამ ამომრჩველის, რადგან შენ უნდა ანახო რა ტიპის პარტია ხარ და მათ შორის როგორ აფასებ წარსულს. აქაც უთანხმოება არის ჩვენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის წარსულზე საუბარს „ნაცრის ყრას“ ეძახის, რა თქმა უნდა, მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, მაგრამ მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს როგორ ვაფასებთ ამ წარსულს, და ამ წარსულში როგორც წარმატება, ასევე დაშვებული შეცდომები იყო, მათ შორის მძიმე შეცდომები. ამაზე როდესაც ვიღებთ საერთო პასუხისგბელობას, ცალკეულ ადამიანებზე ხელის გაშვერა არის არასწორი. აქ ერთი დამნაშავე კი არა, ან ერთი პრობლემური ადამიანი, ჩვენ, ყველა ის გუნდი, რომელიც ვიყავით ხელისუფლებაში ჩვენ თუ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, არ ვესაუბრეთ საზოგადოებას რა იყო პრობლემა, რატომ უნდა დაგვიჯერონ მომავალში?!
ამ პრობლემაზე სხვა დროს შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო. პრობლემა იყო მათ შორის ჩაკეტილობა გადაწყვეტილების მიღების, იყო ძალის გადამეტებაც, უკონტროლო ძალაუფლება, სასამართლო სისტემის, მედიის დამოუკიდებლობის პრობლემა და ყველაფერს დაარქვა „ნაცრის ყრა“, როდესაც საზოგადოებას შენთან ლეგიტიმური კითხვები აქვს, არასწორია. როგორ შეიძლება შენ ამაზე ამომრჩეველს ეჩხუბო, რომ ეს მითებია და თქვა რაში მაინტერესებს ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ვალდებული ვართ, ამ კითხვებს ვუპასუხოთ, უნდა შევთავაზოთ დღის წესრიგი. და მარტო იმაზე კი არ ვისაუბრებთ, როგორი ცუდია „ოცნება“, იმაზე უნდა ვისაუბროთ კონკრეტულად რას ვთავაზობთ ხალხს, რა ტიპის პოლიტიკოსები ვართ, თუ მხოლოდ ვიყეფებით… საზოგადოებას უნდა დავანახოთ თუ რითი ვართ საინეტერესო“, – განაცხადა ელენე ხოშტაროამ.

 

 

წყარო :  marshalpress.ge

Comments
Loading...