იქმნება სოციალური ქსელის ჯგუფი რომელიც ბანკების მიერ ხალხის დაყაჩაღებას გააპროტესტებს

ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ყველას კარგად მოგეხსენებათ ( ჩემს დიდი ხნის მეგობრებს მით უფრო ) რომ არსად დასაჯგუფებლად, არანაირ მოძრაობაში გასაწევრიანებად არ დამიპატიჟებიხართ არასდროს. არავისთვის არ მითხოვია დალაიქებაც კი. ე.წ. ფრენდები რაიმე ტიპის აქტივობებში ჩართვის მიზნით თხოვნებით არ შემიწუხებია . ახლა რატომ მოვაყოლე ეს ყველაფერი, ასეთი შესავლის შემდეგ მინდა გაგაცნოთ კონკრეტული გზავნილი – მოგმართავთ ყველას, ჩემს რეალურ და ვირტუალურ ფრენდებს, კოლეგებს – სხვადასხვა პროფესიის ფბ-მომხმარებლებს. 25 წლის პროგრამისტმა ცოტნე ლომიძე მ გამოთქვა სურვილი, ერთგვარი ინიციატივა, რომ ფბ-ზე შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გააპროტესტებს საქართველოში, ფინანსური ინსტიტუტების – ბანკების მიერ მოსახლების კულტურული, ეკონომიკური და სამართლებრივი ფორმებით დაყაჩაღებას. ამ თემის ირგვლივ მოსახლეობის დიდ ნაწილს კარგა ხანია რაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს. ჩვენ ვიცით რომ ფინანსური ინსტიტუტები ( იქნება ეს ონლაინ თუ სტანდარტული ბანკები ) მძიმე მდგომარეობაში აყენებენ მოქალაქეებს. მით უფრო დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მკვეთრად დაცემის შემდეგ, როდესაც არაერთი ადამიანი დადგა გაკოტრების და ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე. ასეთ ვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები არნახულ მოგებას ნახულობენ. ამოვიღოთ ხმა ! ნუ ვიქნებით ფინანსურად დამონებულნი !

ინფორმაცია მოგვაწოდა ჟურნალისტმა,ზაზა სვანაძემ.

Comments
Loading...