ირაკლი აბესაძემ მერიაში მოღვაწეობისას, სამ წელიწადში 267 537 ლარი აიღო

თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძე ყველაზე მეტს საუბრობს დღეს თანამდებობის პირთა ანაზღაურებაზე მაშინ, როდესაც ირაკლი აბესაძის მოღვაწეობა თბილისის მერიაში ძირითადად მხოლოდ მისი ხელფასის და პრემიის ზრდით არის დასამახსოვრებელი.

დღეს, როდესაც ი.აბესაძე სხვადასხვა თანამდებობის პირთა ხელფასებს ადარებს ბაღის დირექტორის ხელფასს პირველ რიგში თავისი ხელფასი გაიხსენოს.
როცა ირაკლი აბესაძის მიერ 3 წლის განმავლობაში აღებული ხელფასი და პრემია ტოლია ბაღის დირექტორის მიერ 25 წლის განმავლობაში აღებული ხელფასის.
ირაკლი აბესაძის მერიაში მოღვაწეობის განავლობაში მის მიერ აღებული ხელფასი და პრემია – 238 737 ლარით აღემატება იგივე პერიოდში ბაღის დირექტორის ხელფასს, 213 537! ლარით აღემატება იგივე პერიოდში ავტობუსის მძღოლის ხელფასს ! 253 137! ლარით აღემატება იგივე პერიოდში მეეზოვის ხელფასს.

Leave A Reply

Your email address will not be published.