ირაკლი ალასანია – ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც. მინდა შეგახსენოთ, რომ ხიდაშელს ნერვებს უშლის თოფაძე და “მრეწველების” პარტია, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ იმ დროს მოქმედი და ყოფილი პრემიერები იყვნენ დარაზმული და ჩაგვიშალეს ქვეყნის უშიშროებისთვის და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ასევე დააკავეს 5 უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომელი. ამ ორ ფაქტს შორის ამ კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა”, – განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ალასანიას ნერვებმა უმტყუნა, როდესაც ოპოზიციაში წავიდა. მისივე თქმით, მიზანი ახლაც ის არის, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” ნერვებმა უმტყუნოს და ოპოზიციაში წავიდეს, თუმცა ეს ასე არ მოხდება.

Comments
Loading...