ირაკლი ალასანია – კოალიციას ძალიან უჭირს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარლამენტის შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ “ქართული ოცნების” მიმართ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, “თავისუფალი დემოკრატები” იქნება ახალი და ალტერნატიული ძალა, რომელიც რეალურად მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას 2016 წელს.
“შედეგებს თუ დავაკვირდებით, პოლიტიკური შეფასება შემიძლია გავაკეთო, რომ ძალიან უჭირს კოალიციას. პრაქტიკულად, მათ მიმართ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ალტერნატიული ძალა იქნება “თავისუფალი დემოკრატები”, ვისაც მიეცემა შანსი 2016 წელს რეალურად მოიპოვოს ხალხის ნდობა”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” არსებული საარჩევნო სისტემის გამო შუალედურ არჩევნებზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. უნდა იყოს უფრო სამართლიანი”, – განაცხადა ალასანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.