ირაკლი ალასანიას მემკვიდრე უკვე ცნობილია. 19 თებერვალს „თავისუფალი დემორკატები“ კულისებში შერჩეულ კანდიდატს სცენაზე გამოიყვანენ და კენჭს დემოკრატიული წესით უყრიან. ასე გახდება ადვოკატი შალვა შავგულიძე პარტიის თავმჯდომარე.
ახლა მთავარი კითხვაა როგორ აპირებს პოლიტიკაში სრულიად გამოუცდელი შავგულიძე უკვე თითქმის დაშლილი პარტიის აწყობას და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
შალვა შავგულიძე პარტიას მოგვიანებით შეუერთდა, საპარლამენტო სიაში ის ათეულში მოხვდა და მეექვსე იყო, ასევე გახლდათ პარტიის გამგეობის წევრი, რომლის შემადგენლობაც 2016 წლის რიგით მეოთხე ყრილობაზე დამტკიცდა.
2012 წელს შალვა შავგულიძე ფრაქცია „ქართული ოცნების წევრი“ იყო, 2014 წელ მან ფრაქციაც დატოვა და კოალიციაც და „თავისუფალ დემოკრატებში“ გადავიდა.