ირაკლი ღარიბაშვილი -2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისათვის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისათვის. პირველ რიგში, შევეხები პენსიების საკითხს. გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი. ასე რომ, ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის,”–აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...