ირაკლი ღარიბაშვილი – 7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე

აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დღევანდელ დღეს ეხმიანება. ღარიბაშვილის განცხადებით, 7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე.
“7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...