ირაკლი ღარიბაშვილი: ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამ პირს რომელსაც წინა ხელისუფლებამ საკუთრება იძულებით დაათმობინა, აღნიშნული ქონება დაუბრუნდება.

“ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ სამ კერძო პირს, რომელსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. ჩვენ ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...