ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა

ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგურამოში განაცხადა, სადაც ის ილიაობის დღესასწაულს დაესწრო.
პრემიერმა საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა, განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორს და თანამშრომლებს.
“ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ილიას ღვაწლზე, მის მოღვაწეობაზე, მის აზროვნებაზე. მართლაც ძალიან აქტუალურია ილიას ნააზრევი, რომელიც იყო აქტუალური ერთი საუკუნის წინ და მე მჯერა, ასევე იქნება აქტუალური ერთი საუკუნის შემდეგ. ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი მისი მოღვაწეობა და ქმედება იყო გამიზნული იმისკენ, რომ გაძლიერებულიყო ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. სწორედ ილიას დამსახურებაა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაღვივდა ეროვნული თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა და ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს; მივსდიოთ მის გზას, რომელიც არის სიმართლის გზა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...