ირაკლი ღარიბაშვილი და ჯეიმს აპატურაი ერთმანეთს შეხვდნენ – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს,-ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სწორი მიმართულებით ვითარდება. საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესს.

ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს. ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაწილეობისთვის. აღინიშნა, რომ გასულ თვეს საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების „შუბის წვერის” ძალებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.