ირაკლი ღარიბაშვილი – “დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები”

“დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები, რასაც უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

“2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ქვეყნის სათავეში, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი მთავრობა, როგორიც შეეფერება ჩვენს ხალხს, რომელსაც ის ემსახურება. ჩვენი მთავრობა, რომელიც აცნობიერებს, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა ქართულ გენშია, მიზნად ისახავს ყველა ადამიანის უფლების დაცვას. დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები, რასაც უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომელიც ჩვენ გასულ წელს მივიღეთ. ეს არის პირველი ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი მიმართულებები. გარდა ამისა, ჩვენ ვამაყობთ ანტიდისკრიმინაციული კანონით, რომელიც ახლახან მივიღეთ და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის საკითხები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

Comments
Loading...