“ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის მსგავსად მოიქცა,”- უსუფაშვილის პირველი განცხადება

“ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის მსგავსად მოიქცა,”- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დავით უსუფაშვილმა ყოფილ პრემიერს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

“მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა. მაგრამ როდის მიიღებდა გადაწყვეტილებას ცნობილი არ იყო. ჩვენ შემთხვევაში პირველმა პრემეირმინისტრმა ერთი წლის შემდეგ დატოვა მთავრობა, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ თავისი გუნდის სხვა წევრებისთვის მიეცა გზა ასპარეზი. ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ნაბიჯი გადადგა. ჩვენ პრემიერები, სპიკერები პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე არ გვჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 4 წელია ერთად ვიბრძვით. მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ახალი პრემიერის შესახებ პარასკევს იმსჯელებს.

დავით უსუფაშვილმა შესაძლო პრემიერმინისტრობის ოთხივე კანდიდატი, ბახტაძე, კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და სერგეენკო დადებითად დაახასიათა.

Leave A Reply

Your email address will not be published.