ირაკლი ღარიბაშვილი – მედიაგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო აბსოლუტურად თავისუფალია. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამაზე მეტყველებს ის, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე მედიასაშუალება ფუნქციონირებს.
“მედიაგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი და ჩვენ მართლაც ლიდერები ვართ მთელ რეგიონში – არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მე ვიტყოდი, რომ ფართო რეგიონშიც. ამას ადასტურებს იმ ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ ქვეყნად, სადაც მედიის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე.
მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოში უფრო მარტივად და სწრაფად შეიძლება გახსნა ტელევიზია, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიასა ან ამერიკაში. მედიაგარემოს თავისუფლებასა და მედიასაშუალების შექმნის სიმარტივეზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე მედიასაშუალება ფუნქციონირებს და მათ არავითარი შეფერხება არ აქვთ ხელისუფლებისგან. პირიქით, აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა – აბსოლუტურად ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. რაც ჩვენ განვახორციელეთ ეს იყო რევოლუციური ცვლილება”
, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქვეყანაში ფუნქციონირებად მედიასაშუალებებს შორის 130-მდე ავტორიზებული ტელემაუწყებელია, ასობით კი სააგენტო, გაზეთი და სხვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.