ირაკლი ღარიბაშვილი მეოთხე შვილს ელოდება

ირაკლი ღარიბაშვილი მეოთხე შვილს ელოდება. ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ავრცელებს:


„სანამ ზოგიერთი ჟურნალისტი, იმ ლეგენდების და ზღაპრების შეთხზვით არის დაკავებული, თურმე როგორ დაემდურა ღარიბაშვილის მამა – ტარიელი მძახლებს და თურმე როგორ უმძრახად არიან ერთმანეთში, მოყვრებს გავახარებ და ვეტყვი, რომ ისინი ერთად არიან, უერთმანეთოდ პურს არ ტეხენ და ღარიბაშვილ-თამაზაშვილები მეოთხე შვილს ელოდებიან. სამი ბიჭის მერე ერთი გოგო. მეც გულით ვიზიარებ მათ სიხარულს”
, – წერს ჯღარკავა.

image

Comments
Loading...