ირაკლი ღარიბაშვილი: მხოლოდ მთავრობა ვერ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს!

„თუ ჩვენ სოფელი არ დავაყენეთ ფეხზე, თუ რეგიონებს არ მივეცით განვითარების საშუალება, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა.

ის, რაც იყო ჩვენი დაპირება, მილიარდი ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში, ეს არის შესრულებული. დღეის მდგომარებით, სხვადასხვა რეგიონში უკვე დაფინანსებულია 136 ახალი საწარმო. გარდა ამისა, ჩვენ 3 წელია აბსოლუტურად უფასოდ ვუმუშავებთ მოსახლეობას მიწას. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, მე პირადად მაქვს ნანახი ძალიან ბევრი სავარგული, რომელიც დაამუშავა მთავრობამ, მაგრამ ოჯახებმა აღარ მოუარეს, აღარ დათესეს. ჩვენ ამას უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ მხოლოდ მთავრობა ვერ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავაყენიოთ ფეხზე სოფელი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის პრაგმატული, გონიერი პოლიტიკის შედეგად გახსნეს რუსეთის ბაზარი. “ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა, ჩვენ დავალაგეთ ის ქაოსი, ის დაძაბულობა, კონფლიქტი, რომელიც მუდამ ძაბავდა საქართველოს მოსახლეობას. სწორედ ეს არის ის სწორი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ თქვენთან ერთად სოფელი გავაძლიეროთ”, – მიმართა ღარიბაშვილმა მოსახლეობას.

Comments
Loading...