ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკოსებს სჩვევიათ ტყუილი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, უმუშევრობა და ის მძიმე ვითარება, რომელიც ყველა რეგიონშია. როგორც მთავრობის მეთაურმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, გასულ წელს ეკონომიკა გაიზარდა 4,8%-ით, უმუშევრობის დონე შემცირდა 2,6%-ით, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები არ დაწყებულა ახლა, ჩვენს დროს. ეს არის დაგროვილი 25 წლის განმავლობაში. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება დრო. ის, რაც 25 წლის განმავლობაში გაფუჭდა, რომელი მთავრობა შეძლებს აღადგინოს ერთ ან ორ წელიწადში, ან თუნდაც ხუთ წელიწადში?! ამას სჭირდება დრო. პოლიტიკოსებს სჩვევიათ ტყუილი და ხშირად ისინი ჰპირდებიან მოსახლეობას საოცარ, აყვავებულ საქართველოს. ეს არ ხდება ასე. ერთ და ორ წელიწადში ასე არ მოხდება. ჩვენი დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ ქვეყანა ასე ერთ დღეში არ შენდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ სწორი გზით მიგვყავს ქვეყანა. ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად დააყენებს ფეხზე. ის, რაც 3 წლის განმავლობაში განვახორციელეთ, არის სახელმწიფოს საძირკვლის, ფუნდამენტის გაძლიერება, რასაც უნდა დაეფუძნოს და აშენდეს თანამედროვე ქართული, ძლიერი სახელმწიფო, განათლებული, ჯანმრთელი თაობით, ძლიერი ქართული წარმოებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...