ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ქართველი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელი ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორე მხრივ, გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.
საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში”,
– ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

Comments
Loading...