ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს პეტერ პელეგრინს შეხვდება.

დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდება შემდეგი დოკუმენტები: „შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”, „უნებრათვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განხორციელების პროტოკოლი”, „შეთანხმება მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვების შესახებ”.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

Leave A Reply

Your email address will not be published.