ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანული საწარმო გახსნა

გერმანული კომპანია „ჰენკელი“ საქართველოში ახალი წებოვანი სამშენებლო მასალის საწარმოს მშენებლობას იწყებს. მშენებლობა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიის ვიცე–პრეზიდენტთან ერთად გახსნა. „ჰენკელი“ მსოფლიოს მასშტაბით წებოვანი ტექნოლოგიების წარმოებასთან ერთად სარეცხის, სილამაზის და თავის მოვლის საშუალებებს ააწარმოებს. ნოდარ ჯავახიშვილი: „საკმაოდ დიდია მოხმარება და ეს ქვეყნისთვის სერიოზული ამოსუნთქვის საშუალება იქნება, იმიტომ, რომ იმპორტის შემცირება სერიოზულ დოლარებს დაგვიზოგავს“.

Comments
Loading...