ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვა?

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად დატოვა.

ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყოფილ პრემიერთან კომუნიკაცია კიდევ ერთხელ შედგა, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„სამდივნომ დააკმაყოფილა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტიაში გაწევრიანების შესახებ და დღეს ის მოწვეულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მოიაზრება. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მასთან დღეს კიდევ ერთხელ მოხდა კომუნიკაცია და დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს და პარტიის თავმჯდომარეობიდან მიდის“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ქართული ოცნების“ მომავალ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება.

დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარეს ყრილობა ირჩევს, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.

Comments
Loading...