“ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ასაკთან შედარებით მართლა ძალიან ბევრს მიაღწია”

რატომ არის ირაკლი ღარიბაშვილი ჩემთვის როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქისთვის მისაღები პრემიერი და სახელმწიფო მოხელე?
პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, არის მართლმადიდებელი და დგას ეკლესიის სადარაჯოზე, აზროვნებს ეროვნულად და მოქმედებს სახელმწიფოებრივად.
არის ერთგული, მეოჯახე, გაწონასწორებული, ღირსეული, პრინციპული, წესიერი, სამართლიანი, მართალი და მიზანმიმართული თავის ქმედებაში.
აქვს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა, არ უყვარს კამერებთან თამაში (ბევრჯერ ვყოფილვართ მოწმე თუ როგორ უთხოვია კამერის გამორთვა და ისე გასაუბრებია მასთან თხოვნითა თუ პრეტენზიით მისულ მოქალაქეებს), ერთერთი პირველია მათ რიგებში ვინც ებრძვის და ამარცხებს საქართველოს შიდა თუ გარე მტრებს.
რომ არა სხვა პირთა და “ძალების” გავლენა, მათი არსებობის პირობებშიდაც კი მაინც ახერხებს და ღირსეულად და სამართლიანად უძღვება დაკისრებულ და აღებულ ვალდებულებას ანუ უბადლო მმართველი და მაბალანსირებელია პირთა თუ ურთიერთობისა – კარგი მენეჯერია.
აქვს გუნდურობის შესანიშნავი აღქმა რომლის მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ.
და ბოლოს მინდა გითხრათ რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ასაკთან შედარებით მართლა ძალიან ბევრს მიაღწია რაც ჩვენ ახალგაზრდებს გვაძლევს ერთგვარ სტიმულს და იმედს იმისა რომ ვიყოთ მეტად წარმატებულები და მოტივირებულები.

ps “გავრცელდა ოდესის გუბერნატორის ჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩვენ ქინძის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ. იმიტომ, რომ დღეს ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც ქინძი და ვერ სხვა მოქალაქე”, – ირაკლი ღარიბაშვილი

წერს “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.