ირაკლი გოგავა: ახლახანს მაცნობეს, რომ პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და აცხადებს, რომ ინფორმაცია მას უკრაინიდან მიაწოდეს.

„ეხლახანს მაცნობეს უკრაინიდან, რომ დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ. ამ ბრძანებას პოროშენკო თავად გააცნობს სააკაშვილს ხვალ, როდესაც ის ოდესაში ჩავა!

სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის. ინფორმაცია არაოფიციალურია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – წერს გოგავა სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...