დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებისას. “ვიცით, როგორი მემკვიდრეობა მივიღეთ 2012 წელს. კონსტიტუცია 2010 წელს განახლდა. არსებითი ცვლილებები შევიდა, რაზეც ვენეციის კომისიის მიერ დასკვნა იყო ცალსახად ნეგატიური, იყო მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც მაშინ პარლამენტმა არ გაითვალისწინა და კონსტიტუციაში არის ხარვეზები, რაც ეხება ხელისუფლების განაწილების პრინციპს, ურთიერთკონტროლისა და ურიერთდაბალანსების თვალსაზრისით. ეს პრინციპები არის დარღვეული კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში, რაზეც ხაზგასმით საუბრობდა ვენეციის კომისია“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება კონსტიტუციური ხარვეზების გასწორება და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს არის ერთი ამოცანა და მეორე არის ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური სისტემა და ისეთ სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დროს გაუძლებს“ – See more at:
წყარო : guardian.ge