ირაკლი კობახიძე ლუჟკოვის და ”ღამის მგლების” ჩამოსვლაზე – ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ ასეთი ტიპის პროვოკაციებს

ჩვენი პოლიტიკური შეფასება ასეთია, რომ ეს მიუღებელია, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივა და ჩვენც ბუნებრივია ამით დავინტერესდებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლიუჟკოვისა და ე.წ. ”ღამის მგლების” ჩამოსვლას.
მისი თქმით, ეს არის პროვოკაციები, რომელთა დაკავშირებითაც საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე.
”თითქოს გამოიკვეთა ერთგვარი მცირე ჯაჭვი პროვოკაციების. ჩვენთვის ეს პროვოკაციები მიუღებელია. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ ასეთი ტიპის პროვოკაციებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...