ირაკლი კობახიძე: პარლამენტში პოზიტიური ტრადიციები გაგრძელდება

თბილისის პარლამენტში, პარლამენტის დავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მასპინძლობით გამართულ მიღებას საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეც დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი პარლამენტის თავმჯომარედ წარდგენის საკითხი მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე დადგება.

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩემს წარდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და ეს საკითხი, ბუნებრივია, პარლამენტის პირველივე სხდომაზე დღის წესრიგში დადგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტში პოზიტიური ტრადიციები გაგრძელდება.

Comments
Loading...