ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო კომისია ძალიან ქმედითია

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია ძალიან ქმედითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს დისკუსიები ყველა საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ფართო ჩართულობით განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის გადასინჯვასთან.

”ასეთი ფართო მასშტაბის დისკუსიები არც ერთ წინა კომისიას რეალურად არ ახსოვს და ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საკონსტიტუციო კომისიის ძალიან სწორი ფორმატი. ძალიან სწორი პროცესი გვაქვს დაგეგმილი, რათა ფართო ჩართულობით მოვამზადოთ კონსტიტუციის გადასინჯვის დახვეწილი დოკუმენტი. ასეთი პროცესით ვგეგმავთ მუშაობის გაგრძელებას”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

IPN.GE

Comments
Loading...