ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში გვეცოდინება, ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება.

„კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო:reportiori.ge

Comments
Loading...