ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შვილებთან ერთად ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ.
ალილოს პატარა მონაწილეებს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს. ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ჰქონდა.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასაწაულს. დღეს მივიღეთ ალილოს ღონისძიებაში მონაწილეობა, ძალიან კარგი გრძნობაა და კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას შობის დღესასწაულს და ვუსურვებ ძალიან ბევრ სიყვარულს, ბევრ სიკეთეს 2017 წელს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის სასახლიდან მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდა და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობანი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდებათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით 2001 წელს აღდგა

Leave A Reply

Your email address will not be published.