ირაკლი კუპრაძე: ვირისგან წიხლი არ მწყენია, ბოდიშს არ ვითხოვ – პატივისცემით, მაიმუნი ვირიშვილი

„მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიაში გუშინდელ შეხვედრას აჯამებს:

„შეხვედრა მერიაში, როგორც შეთანხმებული იყო ყველასთვის ღია უნდა ყოფილიყო და მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა. მარგამ ჯერ სად ვართ : გავიარეთ შესაბამისი რეგისტრაცია და საშვებიც მივიღეთ. თუმცა, ჩვენი ვინაობების გადამოწმების შემდეგ რამდენიმე საათში დაგვირეკეს მერიიდან და გვითხრეს, რომ ჩვენი დასწრება ვერ მოხერხდებოდა. ისე რომ მიზეზი ვერ განგვიმარტეს და ვერც დაგვისაბუთეს. შესაბამისად რამდენიმე მეგობარს სხვადასხვა მოძრაობიდან საშვი გაუუქმეს, ჩემი საშვი დიდი ბრძოლის შედეგად მოქმედად დატოვეს. საშვი გაუუქმეს ასევე აუდიტორია # 115-ის წარმოამდგენელსაც. მერიაში ამ პანიკის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი ეშინიათ და ასეც უნდა იყოს. უნდა ეშინოდეთ

მივედით შეხვედრაზე სადაც, დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, რომელთაგანაც ოპოზიციურად განწყობილი მხოლოდ სამი წარმოამდგენელი იყო (მწვანე მუშტის, პარტიზანული მებაღეობის და მწვანე ალტერნატივის წევრები). დანარჩენი დამსწრე პირები იყვნენ ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი ექპერტები და მეცნიერები, რომლებიც ყველა ხელისუფლების მაგიდას უსხედან, ყველა ძველ მთავრობას ლანძღავენ და ყველა ახალს აქებენ.

ასეც მოხდა და ამ შეხვედრაზეც ბევრი ვაზელინი დაიღვარა

ნარმანიამ შეხვედრის დასაწყისში 15 წუთიანი მონოლოგი(ზღაპარი) წაიკითხა და შემდეგ მოითხოვა ჟურნალისტებს დაეტოვებინათ დარბაზი, რადგან უკვე ჩვენი სიტყვის დროც მოდიოდა, რისიც ყოველთვის ეშინოდა. თუმცა დიდი წინააღმდეგობა გავწიეთ და მედიის დასწრება შეხვედრაზე შევძელით.

დაიწყო შეხვედრა და …

ვინმე გიორგი გაგოშიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ თბილისის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, არათუ ცუდი მენეჯმენტის, ხეების გაჩეხვის, უკანონო ნებართვების და არასწორი სისტემის ბრალია, არამედ მსოფლიოში მიმდინარე კლიმატის გლობალური ცვლილების ბრალეულობაა მთლიანად. ამ გამოთაყვანებულობას ისიც მოაყოლა, რომ ნარმანია მართალი იყო და ამ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ მოვაგვარებთ და შესაძლოა 5, 10 ან 100 წელი დაგვჭირდეს და ნუ გავკიცხავთ ამ მთავრობასო.

შემდეგ მეორე მსგავსი არსება გამოვიდა სიტყვით და ნარმანიას თავისი კერძო კომპანიის(ლანდშაფტის დაგეგმარების) მომსახურება შესთავაზა და რეკლამა გაიკეთა, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დიდება და ბევრი ვაზელინი მოაყოლა.

ეს იყო ნაფტალინის სუნად აყროლებული და ვაზელინში ამოსვრილი მეცნიერების შეკრება, რომლებიც ნარმანიას სადიდებლად იყვენენ მოსული, რაღაცების გამორჩენის სურვილებით და არასწორ მიდგომაზე არავის სიტყვა არ დაუძრავს.

შესაბამისად მსგავს გარემოში თავი შეურაცხყოფილად და სპექტაკლის-წინასაარჩევნო პიარღონისძიების ნაწილად ვიგრძენით, რასაც არ დავუშვებდით და სიტყვის უფლება მოვითხოვეთ.

ვთქვი, რომ ეს არ იყოს საჯარო შეხვედრა და საზოგადოებასთან დიალოგი, არამედ დადგმული სპექტაკლი სადაც რეალურად საზოგადოებრივ პოზიციას 40-დან 3 პირი აჟღერებდა. ვთქვი, რომ თუ რეალური ცვლილებები უნდა მერიას კრიტიკა უნდა მოისმინოს და ქება-დიდებისთვის არ დაიბაროს გამპრავებელთა არმია. თუმცა ყველაფერი ნათელი იყო, წინასაარჩევნო პიარღონისძიების ნაწილად უნდოდათ ჩვენი გასაღება რასაც არ დავუშვებდით.

ჩვენ ვტოვებდით პროტესტის ნიშნად შეხვედრას და მოვითხოვეთ კონკრეტული ბრალეული სამსახურების ხელმძღავნელი პირების გადადგომა, მხოლოდ ამის შემდეგ დავთანხმდებოდით დიალოგს და მსჯელობას სამსახურების სრული რეორგანიზაციის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებდით პროტესტს, რომელიც დროში ზრდადია და აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

ამ დროს ნარმანია პანიკაში ჩავარდა თავისს მადიდებლებისგან წაქეზებული და უკვე გავდიოდით, როცა შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოგვაძახა. იქ არც კი გაგვიგონია ხმაურში, მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტებისგან გავიგეთ.

ისიც მიხარია, რომ ნარმანიამ თავისი რეალური პრიმიტიული სახე წარმოაცინა ამ საქციელით და თვითლუსტრაცია მოახდინა.

ვირისგან წიხლი არ მწყენია. ბოდიშს არ ვითხოვ.

მე და ნარმანია არაერთხელ გადავკვეთილვართ და კიდევ ძალიან ბევრჯერ გადაიკვეთება ჩვენი გზები. ის კი დარწმუნებით ვიცი, რომ ნარმანიამ საზოგადოებას უნდა მოუხადოს ბოდიში თავისი უპასუხსმგებლობის, უსაქმურობის, დაბეტონებული თბილისის, გაჩეხილი მწვანე საფარის და დამახინჯებული ქალაქის გამო.

ისიც დარწმუნებით ვიცი, რომ მიუხედავად ამ მძიმე-დამთრგუნველი მორალური ეფექტისა, რომელიც ასეთ საჯარო შეურაცხყოფას ახლავს ხოლმე, დღევანდელი დღე უფრო გამაძლიერებს და მოტივაციას მომცემს, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად სკამიანად გამოგიტანო კაბინეტიდან და ქალაქის კეთილდღეობისთვის საქმის კეთება გაიძულო.

პატივისცემით,

მაიმუნი ვირიშვილი“.

Comments
Loading...