ირაკლი ლატარია – ჩემს ქვეყანაში არსებობენ, NATO -ს რეალისტები და ასევე NATO -ს აფერისტები!

პატრიოტთა ალიანსის წევრი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“ჩემს ქვეყანაში არსებობენ, NATO -ს რეალისტები და ასევე NATO -ს აფერისტები!!!
NATO -ს რეალისტად მე პირადად მიმაჩნია ყველა ის ადამიანი, ვინც კარგად იცის რას ნიშნავს ნატო, რამხელა წარმატებაა ქვეყნისთვის მისი წევრობა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ არავინ მიგვიღებს, ბოლო-ბოლო თვითონ ხელმძღვანელობაც ამას გაიძახის!!!
NATO – ს აფერისტებად მიმაჩნია ის ხალხი, ვინც იძახის, რომ აუცილებლად მიგვიღებენ, ოღონდ როდის და რატომ, ამაზე პასუხი არ აქვთ. იციან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და გადადებული საქმეები, მაგრამ მაინც გაიძახიან უტიფრად იგივეს!!!
ამიტომ, მინდა კარგად გავითავისოთ და დავიმახსოვროთ, რომ ჩემს საქართველოს ყავს NATO -ს რეალისტები და აფერისტები!!
დანარჩენი დასკვნების გაკეთება, თქვენთვის მომინდვია ჩემო რეალისტებო”

Comments
Loading...