ირაკლი ლექვინაძე ელექტრომობილების დამტენ სადგურთან არსებული რიგების ფოტოებს აქვეყნებს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში ელექტრომობილების დამტენ სადგურთან არსებული რიგების ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოები ევროპის მეოდანზეა გადაღებული და სადგურებთან მისულ პირველ მომხმარებლებს ასახავს.

„პირველი მომხმარებელი“, – წერს ლექვინაძე სოციალურ ქსელში.

თბილისში, ელექტრომობილების დამტენი სადგურები გაიხსნება. პირველ ეტაპზე ისინი ორ ადგილზე – ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევში დამონტაჟდა.

პროექტი მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. დასამუხტი მოწყობილობების განთავსებას ქართული კომპანია e-space ახორციელებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე სადგური დამონტაჟდება.

download

Comments
Loading...