ირაკლი მამალაძე: ყველაზე მეტი სათქმელი მამა გიორგის აქვს, რომელმაც, ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთი მოწმის ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებით, ყველაზე მეტი სათქმელი დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს.

როგორც ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აღნიშნული დანაშაული მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს.

„ყველაზე მეტი სათქმელი აქვს მამა გიორგის, რომელმაც, არ უნდა აიღოს ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე და მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ის თავსაც დაიცავს, ოჯახსაც, ახლობლებსაც და საზოგადოებასაც

არ მჯერა, რომ მამა გიორგი მარტო მონაწილეობდა ამ საქმეში და არავინ იცის ვისი ხელით იგეგმებოდა ლიკვიდაცია“,- განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ჩანაწერები ძალიან მძიმე მოსასმენია და აღნიშნულ ჩანაწერებში ბრალდებულის გარდა სხვა პირებიც ფიგურირებენ.

სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

Comments
Loading...