ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს გამარჯვება უკვე მიულოცა პრეზიდენტობის დამარცხებულმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
როგორც არჩევნების დასრულების და კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ლერი ხაბელოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრეზიდენტობის პერიოდში აპირებს თავისი სამოქმედო გეგმის შესრულებას. რაც შეეხება ცვლილებებს, ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ კომიტეტში მუშაობს პროფესიონალთა გუნდი და ცვლილებები ამ კუთხით მოსალოდნელი არ არის.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ირაკლი მეძმარიაშვილისათვის თანამდებობის შეთავაზება ოლიმპიურ კომიტეტში, ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ამას არ გეგმავს. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ირაკლი მეძმარიაშვილმაც.
”არჩევნები იყო გამორჩეული და უპრეცედენტო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში. სპორტულმა ოჯახმა თავისი რჩეული აირჩია და აქ გასაკვირი არაფერია”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.