ირაკლი ყურაშვილი: როცა ინგა გრიგოლიას უხურავენ გადაცემას და ყვებიან ზღაპრებს მიზეზად,შეუძლებელია ვისაუბროთ ჟურნალისტების უფლებებზე

ქართულ ტელესივრცეში “TV PIRVELI” ახალ სტანდარტებს ადგენს, თავისუფლად შეგვიძლია მას „ვარსკვლავური“ ტელევიზია ვუწოდოთ რადგანაც ,ყველა გამოცდილმა და რეიტინგულმა ჟურნალისტმა აქ მოიყარა თავი.
პროფესიონალი ჟურნალისტების რიცხვში ახალგაზრდა, სიმპათიური, პროფესიონალი და მაყურებლებისთვის საყვარელი ტელეწამყვანი, ირაკლი ყურაშვილია. მისი გადაცემა “Face Time” ყოველ სამშაბათს “Tv pirvelis” ეთერში 23:00 საათზე გადის. ირაკლისთან ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა , რადგანაც მან ყველა, ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, საკმაოდ საგულისხმო და ჩვენთვის მოულოდნელი პასუხები გაგვცა
.
page

მოგვიყევით თქვენს გადაცემაზე, ვინ არის თქვენი გადაცემის აღმოჩენა, ადამიანი რომელიც რადიკალურად განსხვავებული სახით დაინახეთ.

“Ftime” ეს არ არის გადაცემა რომელშიც ჭარბობს ყვითელი, ამ გადაცემაში ადამიანები “უნიღბოდ” მოდიან… ჩვენი მაყურებელი შეუნიღბავი ისტორიებს ამბავს გებულობს, ეს ამბავი ხან პოლიტიკოსზეა, ხან მომღერალზე, ხან მსახიობზე და ხანაც მეძავზე……გადაცემის აღმოჩენა ვერ იქნება ვერცერთი გმირი, ის თავის სფეროში #1-ია. ყველაზე გამორჩეული მაინც იყო გურანდა გაბუნია, სულ სხვა ემოციებით. ზღვა, ბათუმი, საცურაო კოსტუმი, ქვიშაზე მოდუღებული ყავა… ვამაყობთ რომ გურანდა გაბუნია იყო რადიკალურად სხვა, ისეთი როგორიც არავის არასოდეს არცერთ სატელევიზიო პროექტში უნახავს.

რომელ კითხვაზე უჭირთ პასუხის გაცემა თქვენს რესპოდენტებს?

– ვერ გეტყვით რომელ კითხვაზე უჭირთ და რომელ კითხვაზე უმარტივდებათ, კითხვები მათთვის უცხო არ არის, მაგრამ არის მოულოდნელი. არასოდეს დამავიწყდება მაია ფანჯიკიძის რეაქცია როცა მის ბავშობის ისტორიას შევეხე, ასევე არ დამავიწყდება ინგა გრიგოლიას ემოცია როცა არქივიდან ყველა მისი სატელევიზიო კადრი ამოვიღეთ და ერთ “ბანერზე” შევკარით. მართლა ერთი კვირა ვსწავლობთ სტუმარს იმისთვის რომ კითხვა არასდროს იყოს ზედაპირულად დასმული.და ბოლოს ყველაზე მეტად მეამაყება თებერვლიდან განახლებული “TV pirveli” ეს ის შემთხვევაა როცა არხი 1-ების ამბიციას დადებს სატელევიზიო სივრცეში. ახლა ერთადერთი რაც შემიძლია გაგიმხილოთ მონატრებულ ინგა გრიგოლიას იხილავთ, ძალიან მაგარი პროექტით.
11170354_1427953894175446_6898837284669921878_n
დაჯდებოდით თუ არა თქვენს გადაცემაში,თქვენივე კითხვებით ინტერვიუზე?

– არ მიფიქრია საკუთარ თავთან სატელევიზიო ინტერვიუში დავჯდებოდი თუ არა. თუმცა თუკი ოდესმე დავჯდები ზუსტად ვიცი საინტერესო გამოვა, აფხაზეთიდან დაწყებული დღემდე მოღწეული ისტორიის მოყოლა, სულ ვამბობ რომ ერთხელ როცა სოხუმის ამბებს დღევანდელ რეალობაში მოვყვები ძალიან რთული, მტკივნეული და საინტერესო იქნება.

ახლა რომ შეგეძლოთ აფხაზეთში ჩასვლა,რა იქნებოდა ის რასაც პირველად გააკეთებდით.

– ახლა სოხუმში ჩასვლა რომ შემეძლოს ზუსტად ვიცი სადაც კამერის მიმაგრებას შევძლებდი ყველგან მივიმაგრებდი, ერთი მიზნით ჩემი ემოციები ჩამომეტანა და კადრები რომელიც ძალიან ბევრს გაახარებდა.არ მივიდოდი საკუთარ სახლში რადგან ის ისე დახატულია ჩემს აზროვნებაში არ მინდა რამე დაინგრეს, მეშინია…
სად იცხოვრებდით
თბილისში ვარ იძულებით გადაადგილებული პირი( სულ ვამბობ და არ იქნება ჩემი მეგობრებისთვის უცხო) , რომ შემეძლოს ვიქნები სოხუმში

მოგწონთ თუ არა ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ჟურნალისტების მიმართ ატარებს?დაცულია თუ არა ჟურნალისტების უფლებები.

– როცა ინგა გრიგოლიას უხურავენ გადაცემას და ყვებიან ზღაპრებს მიზეზად, აქ შეიძლება ვისაუბროთ ჟურნალისტების უფლებებზე? რათქმაუნდა არა. მანამ სანამ იარსებებს დახურული თოქშოუები, მანამ სანამ იარსებებს პოლიტიკოსები რომლებსაც შეეძლება აკონტროლონ ტელევიზიები იქამდე არაფერი გვეშველება.ამის ნათელი მაგალითია თბილისის მერის მოადგილე რომელიც წინასწარ გვიანონსებდა ამბავს რომ “რეაქცია” მომავალ სეზონზე აღარ გავიდოდა. ნუ ეს მისი სურვილი იყო და ახდა კიდეც .
ამ ბოლო დროს ჩვენს პოლიტიკაში ყველაფერი პიარზეა აგებული, მათ შორის პირადი ცხოვრებაც. თუმცა ეხმარებათ გაფეისებაში და არა პოლიტიკური კარიერის წარმატებაში
11934982_508801219268305_8504451568909705408_n

გახდებოდით თუ არა პოლიტიკოსი?

– პოლიტიკოსი არ გავხდები, მირჩევნია სხვა ფანჯრიდან ვაკონტროლო პოლიტიკოსები!

11018919_483885498426544_351254737282245318_n11392826_476193652529062_6580326777422894124_n

Comments
Loading...