ირაკლი რამიშვილის სასამართლო სხდომაზე ირმა ჭკადუა დარბაზიდან გააძევეს

მსახიობ ირაკლი რამიშვილის წინასასამრთლო სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ მსახიობის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებითარ დააკმაყოფილა, რასაც სასამართლო სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მწერალი დავით ტურაშვილი 200 ლარით დააჯარიმა, ადვოკატი ირმა ჭკადუა კი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დარბაზიდან გააძევა. სასამართლოს მორიგი სხდომა 3 დეკემბერს გაგრძელდება.
“ცუდად იქცევით გვიყვირით ისე, რომ რამდენჯერმე კინაღამ მანტიიდან ამოხტით. თუ მკურნალობა გჭირდებათ იმკურნალეთ”, – მიმართა ჭკადუამ მოსამართლეს.
ინციდენტის შემდეგ ჭკადუას დარბაზი დაატოვებინეს. ამასთან, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ირაკლი რამიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და მოსამართლის თვითაცილებაზე მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შეცვალა და რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 23 წლის მსახიობი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარბაზშივე დააპატიმრეს. თავად ბრალდებული ირაკლი რამიშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.