„ირაკლი, რატომ ძაბავთ”- ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიკროფონები გაუთიშა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიკროფონები გაუთიშა და მათ გამოსვლის უფლება არ მისცა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მოუწოდა, ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელონ და არა პოლიტიკურ საკითხებზე.

 

კობახიძემ მიიჩნია, რომ უმცირესობის რამდენიმე წევრი საუბრობდა არა კანონპროექტის თაობაზე, არამედ პოლიტიკურ საკითხებზე, რის გამოც მან რამდენიმე დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. მათ შორის იყვნენ: გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, ლელა ქებურია, ირმა ნადირაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სპიკერმა დეპუტატებს რეგლამენტის 286-ე მუხლი განუმარტა და აღნიშნა, რომ თუ დეპუტატი იმ საკითხზე საუბრობს, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მას გამოსვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

კობახიძის გადაწყვეტილებას უმცირესობის მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

Comments
Loading...