ირაკლი რუხაძე გაჩეჩილაძისთვის ფულის სესხებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძეს თანხა ასესხა, თუმცა მის ოდენობას არ აკონკრეტებს. რუხაძე აღნიშნავს, რომ სესხი პროცენტიანია.

2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.

“მაესტროში“ თანხა არ ჩამიდია. უბრალოდ, მეგობარს ვასესხე. რაოდენობა „უცნობს“ ჰკითხეთ. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც, თუ უნდა, თქვას „უცნობმა“. თანხა ვასესხე იმიტომ, რომ პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დამიბრუნებს, „უცნობი“ მეგობარია და თან ეს ბიზნესიცაა“, – აღნიშნა რუხაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი თბილისში დაბრუნება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით მისი მისამართით გაკთებულ განცხადებებს, რუხაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა“.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტი შეიძინა და მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გადააყენა. გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მან თანხა ირაკლი რუხაძისგან ისესხა და ეს მისი კერძო ვალია. თავს მხრივ 8 თებერვლას არხის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ მიმოწერა გაასაჯაროვა, რომლითაც ირკვევა, რომ ირაკლი რუხაძეს “მაესტროს” შეძენის სურვილი აქამდეც ჰქონდა და ამ მიზნით ერთ-ერთ მეწილესთან, კოტე გოგელიასთან და მაკა ასათიანთან გარიგების დადებასაც ცდილობდა.

https://www.youtube.com/watch?v=VmszN-9ms2M

Comments
Loading...