ირაკლი სესიაშვილი: ჩვენს მოსახლეობას არა აქვს პანიკის საფუძველი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, გადაცემა არჩევანში ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურების მიერ გაძლიერებულ მუშაობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ჩვენს მოსახლეობას არა აქვს პანიკის საფუძველი, რადგან უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას. ირაკლი სესიაშვილმა საქართველოდან სირიაში წასვლის ფაქტების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში ტენდენცია არის კლებადი, რაც, მისი განცხადებით, სწორედ სპეცსამსახურების აქტიური მუშაობის შედეგია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სტატისტიკაც მოიყვანა და რეგიონის ქვეყნებიდან სირიაში წასულების რაოდენობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთიდან გასულია 4 ათასი მოქალაქე, აზერბაიჯანიდან – 400, საქართველოდან კი, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 50 ადამიანი.

Comments
Loading...