ირაკლი სესიაშვილი: როდის უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ და არა სამხედროები

„NATO-სკენ მიმავალ გზაზე აშკარაა, წინ მივიწევთ”, – აცხადებს თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ირაკლი სესიაშვილმა „ალიას” განუცხადა, სამხედროების საქმეა, შეაფასონ NATO-ს წევრობის სავარაუდო კანდიდატი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეიარაღებული ძალები, სამხედრო მოსამსახურეები რამდენად მზად არიან NATO-ს წევრობისთვის, რამდენად აკმაყოფილებენ მის სტანდარტებს სამხედრო კუთხით.

„NATO-ს სამხედრო ხელმძღვანელობამ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ თუ ვინმე მზად არის NATO-ს წევრობისთვის თავისი სამხედრო კომპონენტებით, ეს არის საქართველო. ჩვენი სამხედროები მუდამ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებენ NATO-ს მოქმედი გენერალიტეტისგან. როდის უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ და არა სამხედროები”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, NATO-ს ყოფილი მთავარსარდალის მოადგილემ რიჩარდ შირეფმა განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის დიდხანს მოუწევს ლოდინი.

წყარო: გაზეთი „ალია”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Comments
Loading...