ირაკლი სესიაშვილი: ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა, შესაბამისად რეაქცია, რეაგირება უნდა იყოს საერთაშორისო ფორმატში

„მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს, მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს, ეს მართლაც ძალიან მძიმე ტრაგედია. რა თქმა უნდა, ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა, შესაბამისად რეაქცია, რეაგირება უნდა იყოს საერთაშორისო ფორმატში. დღეს არის მოცემულობა, როდესაც ფრონტის ხაზი გაიხსნა უკვე ევროპაში, იქ, სადაც ლტოლვილებთან ერთად როგორც ჩანს აღმოჩნდნენ ტერორისტები. დიახ, ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ორ ფრონტის ხაზთან, ერთი და არის სირიაში და მეორე არის ევროპა, სადაც გაცილებით რთული და კომპლექსური იქნება ამ პრობლემის მოგვარება.

თავისთავად ცხადია, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ამ შემთხვევაში თავის შესაძლებლობებით ვართ საერთაშორისო ანტიტეროსისტული კოალიციის ძალიან ძლიერი და ერთგული პარტნიორი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ სფეროში ჩვენს ძირითად პარტნიორებთან. საერთო ჯამში, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. 11 სექტემბრის გამოძახილი გვსემის დღეს და თავისთავად ცხადია, საერთაშორისო საზოგადოებას ამაზე რეაგირება მოუწევს.

ძალიან რთული ვითარებაა იმიტომ, რომ ევროპა მაინც ყოველთვის იყო ხოლმე არცთუ ისე აქტიური ტერორიზმთან ბრძოლაში. ძირითადი მოთამაშე, რომელსაც შესწევს ძალა, რომ ებრძოლოს ტერორიზმს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ზოგადად მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ უნდა იფიქროს ამაზე და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Comments
Loading...