ირაკლი შიხიაშვილი :” ისინი თავისი უზნეო ქმედებებით ვერასდროს შეგვიშლიან ხელს”

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აპოლიტიკური ორგანოა, იგი ემსახურება ყველა ვეტერანს მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა.სწორედ ამიტომ ჩემთვის მიუღებელი და სამწუხაროა, როცა ზოგიერთი მერკანტილური ადამიანების ჯგუფი თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცდილობენ ტალახში ამოსვარონ ვეტერანის ღირსება და ამისთვის მიდიან გაუგონარ შანტაჟზე.
მინდა, იცოდეს საზოგადოებამ, რომ კოსტა ყორღანოვს, რომელიც არის გია ბერძენაძის პარტიის წევრი, სამსახურის მხრიდან არასდროს მოჰკლებია ყურადღება, მას მრავალჯერ დაუფინანსდა მედიკამენტები და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა, ბოლოს სამსახურმა მას დაუფინანსა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებიც სწორედ იმ დროს,როცა იგი, როგორც ,,ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი, აპროტესტებდა სამსახურის მიერ ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურეობის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს.
ამ კომიტეტის წევრები თავად მკურნალობენ კლინიკა ,,ლანცეტში“ და სხვებს მოუწოდებენ, არ მიიღონ სამედიცინო სერვისები აღნიშნულ კლინიკაში. ეს აშკარად თვალში ნაცრის შეყრაა, უნდა მოხდეს ამ ხალხის ლუსტრირება.
მოგეხსენებათ, გარკვეულ პროვოკატორთა ჯგუფის მიერ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მისამართით. სამწუხაროა, რომ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ვეტერანები. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი ტანდასწრებით,არანაირი 15 კაციანი ჯგუფის მიერ ყორღანოვის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით. ეს არის ცილისწამება და ამის გამო მე იძულებული ვარ, მივმართო სასამართლოს.
ჩემთვის გასაგებია მათი ისტერია, ვინაიდან ამ ყველაფრის უკან კეზერაშვილის ხელის ბიჭი, ვახტანგ მაჭავარიანი და გია ბერძენაძის პოლიტიკური ორგანიზაცია დგას.
საზოგადოებისთვის მიმინდია ამ ადამიანების საქციელის შეფასება. ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ვეტერანების სახელს ამოფარებულნი ცდილობენ ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენონ ვეტერანთა საზოგადოებას, თითქოს ვეტერანები ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან სიმართლესა და საქმის კეთებას, სიცრუისა და პირადი გამორჩენისგან.
მინდა მივმართო თითოეულ ვეტერანს, რომ სამსახურს დაწყებული აქვს ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი ვეტერანების ღირსებისა და პატივის ასამაღლებლად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გასაუმჯობესებლად, ვეტერანების დასასაქმებლად. როგორც კი სამსახური ვეტერანების ინტერესებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას იწყებს , მაშინვე გააფთრებულად იბრძვის ეს ჯგუფი, რათა ხელი შეგვიშალონ საქმის კეთებაში. ცემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი იმართებიან ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ, რომლების მოკალათებულნი არიან უკრაინაში.
მინდა მივმართო ვახტანგ მაჭავარიანს, გია ბერძენაძეს და სხვებს, რომლებიც ვეტერანების სახელს ამოფარებულან, რომ არასდროს გამოიყენონ ვეტერანების სახელი და არ მოახდინონ ვეტერანების დისკრედიტაცია პირადი პოლიტიკური ინტერესებისა და მერკანტილური მიზნებისათვის. შეიძლება, ეს უცხო სიტყვაა მათთვის, მაგრამ იცოდნენ, ეს სირცხვილია!
სევე მინდა იცოდნენ, რომ ისინი თავისი უზნეო ქმედებებით ვერასდროს შეგვიშლიან ხელს, ვიზრუნოთ ვეტერანების უკეთეს ხვალინდელ დღეზე.
დასასაბუთებლად წარმოგიდგენთ ყორღანოვის მიმართ სამსახურის მიერ და სამსახურის შუამდგომლობით გაწეული დახმარებების დოკუმენტებს. ვეტერანთა საზოგადოებისათვის მიმინდია ამის შემდეგ, თვითონ დაარქვან სახელი ამ ადამიანების საქციელს.
ვეტერანებო, ამ ადამიანების გვერდით დგომა ვეტერანების ღირსების დამაზიანებელია. ვინც ასეთ უღირს საქციელს კადრულობს, თანადგომას კი არა, გამიჯვნას იმსახურებს.

Comments
Loading...