ირაკლი შოთაძე: ფარცხალაძე ღირსეული ადამიანია

მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს უწყებაზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს.

როგორც უმცირესობის სხდომაზე შოთაძემ განაცხადა, მას არასოდეს დაუმალავს, რომ ფარცხალაძე მისი მეგობარია.

„ის ღირსეული ადამიანია. ეს ადამიანი საჯარო სამსახურში აღარ არის, მაგრამ მისი მისამართით მსგავსი განცხადებები კვლავ გაისმის. მას სახელმწიფო უწყებებთან არანაირი შეხება არ აქვს“, – დასძინა შოთაძემ.

Comments
Loading...