ირანში საპრეზიდენტო არჩევნებია

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – თბილისში, ტაშკენტის ქუჩის 37-ში, ირანულ სკოლაში და ბათუმში, ევროპის მოედანზე, ირანის გენერალურ საკონსულოში, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ირანის რიგით მეთორმეტე საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს.

დიდი ალბათობით პრეზიდენტ ჰასან როჰანის მეორე ვადით აირჩევენ.

ჰასან როჰანის მთავარი კონკურენტი სასულიერო პირი იბრაჰიმ რაისია, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის მხარდაჭერით სარგებლობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა ირანის ექსპრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს. მას რეგისტრაციის უფლება არ მისცეს.

ირანის უმაღლესი თანამდებობის პირი სულიერი ლიდერია, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია. პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევენ, მთავრობას მეთაურობს, მაგრამ მისი პოლიტიკური უფლებამოსილებები შეზღუდულია.

http://imedinews.ge

Comments
Loading...